პროგრესული კონსტრუქციული მიდგომები
2001 წლიდან
გარდავქმნით თქვენს ამბიციურ ხედვებს
გამორჩეულ და საიმედო კონსტრუქციებად
ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს ჩვენი ამბიციური ხედვა და მიდგომები -
კონსტრუქციულ ინჟინერიაში მრავალწიანი პრაქტიკული გამოცდილება გვიბიძგებს შევქმნათ ინოვაციური და გამორჩეული დიზაინის მქონე კონსტრუქციული პროექტები, მორგებული თითოეული დამკვეთის უნიკალურ საჭიროებებზე.
კომერციული შენობა-ნაგებობები
მოიცავს ბიზნეს საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების კონსტრუქციულ პროექტებსა და გაანგარიშებებს. ეს ეხება საოფისე შენობებს, სავაჭრო ცენტრებს, სასტუმროებს, სასაწყობე ობიექტებსა და ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა ნაგებობებს.
საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კონსტრუქციული გაანგარიშებები. კონსტრუქციული პროექტირება უსაფრთხო, მდგრადი და ესთეტიური სახლებისთვის.
სამრეწველო შენობა-ნაგებობები
კონსტრუქციული მომსახურება თქვენი სამრეწველო შენობა-ნაგებობებისთვის, რომლებიც მოიცავს სამრეწველო ოპერაციებისა და პროცესების მხარდამჭერ ობიექტებს, მათ შორის ქარხნებს, სამრეწველო საწყობებს და ა.შ.
მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები
მრავალფუნქციური ობიექტებისთვის კონსტრუქციული მომსახურება მოიცავს შერეული დანიშნულების შენობებს ან სივრცეებს, რომლებიც დაპროექტებულია მულტიფუნქციური გამოყენებისთვის.
სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს მრავალფეროვან პორტფოლიოს!
ჩვენი ვრცელი პორტფოლიო მოიცავს წარმატებით განხორციელებული პროექტების მრავალფეროვან სპექტრს და ასახავს სამშენებლო ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში ჩვენს გამოცდილებას.
საზოგადაოებრივი ინფრასტრუქტურა
მოიცავს ისეთი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების გაანგარიშებასა და კონსტრუქციულ პროექტ„ირებას, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები და კომუნალური მომსახურების დაწესებულებები.
ჯანდაცვის დაწესებულებები
კონსტრუქტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ფუნქციურობასა და მოქნილობას საავადმყოფოებში, კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებში ჯანდაცვის ხარიხსიანად მიწოდების მხარდასაჭერად.
კულტურული და სარეკრეაციო სივრცეები
ეს სექტორი ორიენტირებულია ისეთი კულტურული და სარეკრეაციო სივრცეების უსაფრთხო, მდგრად და ესთეტიურ კონსტრუქციულ პროექტირებაზე, როგორებიცაა მუზეუმები, თეატრები, სპორტული კომპლექსები და ა.შ.
სპეციალური ნაგებობები
უნიკალური და ინოვაციური პროექტები, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სექტორებს და შეიძლება მოიცავდეს საკულტო ნაგებობებს, პავილიონებს ან ექსპერიმენტულ კონსტრუქციულ პროექტებს, რომლებიც სცილდებიან სტანდარტული ინჟინერიის საზღვრებს.
ჩვენი პროექტები
ხშირად დასმული კითხვები
რას მოიცავს კონსტრუქციული პროექტი?
კონსტრუქციული პროექტი ითვალისწინებს კონსტრუქციული ელემენტების დიზაინს, გაანგარიშებასა და სამშენებლო დოკუმენტაციის შექმნას, მათი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და გამძლეობის უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს დეტალური ნახაზების შექმნას, მასალების დაზუსტებას, მზიდუნარიანობის გამოთვლასა და უსაფრთოების სტანდარტების დაცვას. საბოლოო მიზანია კონსტრუქციის სიმტკიცე და უსაფრთხოების გარანტია, რომელიც აკმაყოფილებს პროექტის მოთხოვნებსა და რეგულაციებს.
რა როლი და ძირითადი მოვალეობები ეკისრება კონსტრუქტორს კონსტრუქციული პროექტის შექმნისას?
კონსტრუქციული პროექტირების პროცესში კონსტრუქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს კონსტრუქციული „ელემენტების დაპროექტებასა და გაანგარიშებაში უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დაცვით, კონსტრუქციის მდგრადობის და გამძლეობის უზრუნველსაყოფად.
ასევე, ინჟინერ-კონსტრუქტორის ძირითადი პასუხისმგებლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და დისციპლინებთან თანამშრომლობა, ვადების მართვა და ინსპექტირების ჩატარებაა, რათა გარანტირებული იყოს პროექტის შესაბამისობა დამტკიცებულ გეგმებსა და ხარისხის სტანდარტებთან.
რას მოიცავს კონსტრუქციული გაანგარიშება?
კონტრუქციული გაანგარიშება მოიცავს კომპლექსურ მათემატიკურ გამოთვლებს და კონსტუქციული ელემენტების ანალიზს სიმტკიცის, მდგრადობის და გამძლეობის შესაფასებლად. ეს ითვალისწინებს მზიდუნარიანობის განსაზღვრასა და განაწილებას იმგვარად, რომ კონსტრუქციული პროექტი აკმაყოფილებდეს და უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების სტანდარტებს, უძლებდეს გარემო პირობებს და ამავდროულად იყოს ეკონომიური.
საშუალოდ რა დრო სჭირდება კონსტრუქციული პროექტის შექმნას?
პროექტის სირთულისა და მასშტაბიდან გამომდინარე განსხვავდება კონსტრუქციული პროექტირების ვადები. მარტივი პროექტებისთვის შეიძლება რამდენიმე კვირა იყოს საკმარისი, ხოლო უფრო დიდ, კომპლექსურ პროექტებს რამდენიმე თვე დასჭირდეს.
რატომ უნდა აირჩიოთ „პროგრესი“ თქვენი კონსტრუქციული საჭიროებებისათვის?
პროგრესი გთავაზობთ უფრო მეტს, ვიდრე კონსტრუქციულ სფეროში კომპეტენტურობაა. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება ხარისხის გარანტია. რენტაბელური გადაწყვეტების საფუძველზე, ჩვენ გარდავქმნით თქვენს ხედვებს მდგრად კონტრუქციებად, რაც თქვენი პროექტების ხანგრძლივ წარმატებას განაპირობებს ფასის მიმართ ეფექტური გადაწყვეტებით.
2001 წლიდან თქვენს ამბიციურ ხედვებს გარდავქმნით კონსტრუქციულ სრულყოფილებად
მრავალწლიანი და მრავალპროფილური გამოცდილება სამშენებლო ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში
პროექტი
რეგიონალური ოფისი
წლიანი გამოცდილება
თანამშრომელი
Recent news and events
No posts were found for provided query parameters.