კონსტრუქციულიკონსტრუქციული გაანგარიშებაგაანგარიშება

კონსტრუქციული ინჟინერიის სფეროში სიზუსტე უმთავრესია და ჩვენი კონსტრუქციული გაანგარიშების სერვისი ამ მიმართულებითაც არ არის გამონაკლისი. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიას საფუძვლიანი კონსტრუქციული მდგომარეობის შეფასების ჩასატარებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი პროექტი აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და საპროექტო ყველა მოთხოვნას. ჩვენი ექსპერტთა გუნდი სიღრმისეულად იკვლევს თქვენი კონსტრუქციის დინამიკას, მკაცრი ანალიზის მეშვეობით გამოავლენენ პოტენციურ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს.

მომზადება და მონაცემთა შეგროვება:

გაანგარიშება იწყება შესაბამისი პროექტის მონაცემთა შეგროვებით, როგორიცაა არქიტექტურული გეგმები, საინჟინრო მოთხოვნები, საპროექტო მოთხოვნები, ადგილმდებარეობის პირობები, გაანგარიშების მოთხოვნები, მასალის თვისებები და დატვირთვები. დგინდება საწყისი გეომეტრია, სასაზღვრო პირობები და შეზღუდვები, რაც იძლევა გაანგარიშების საფუძველს კონსტრუქციული გაანგარიშების წარმატება დიდად არის დამოკიდებული ამ ფაზის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების სიზუსტეზე და ყოვლისმომცველობაზე.

საანგარიშო მოდელირება და ანალიზი:

ამ ეტაპზე ვქმნით საანგარიშო მოდელს და ვასრულებთ კონსტრუქციულ გაანგარიშებებს რამდენიმე განსხვავებული ლიცენზირებული სასრული ელემენტების პროგრამის გამოყენებით, როგორიცაა LIRA-SAPR, SAP2000, Visual Analysis, GEO5 და ა.შ. ვატარებთ გარემო პირობებისა და დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის სიმულაციას თქვენი პროექტის მთლიანობის უზრუნველსაყოფად - სეისმური მდგრადობიდან დაწყებული ქარის დატვირთვებზე გაანგარიშების ჩათვლით. ჩვენი კონსტრუქციული ანალიზის სერვისი არის მყარი და უსაფრთხო მშენებლობის გასაღები. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მთელი კონსტრუქციული გაანგარიშება - მათ შორის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, ჩაღუნვები და ჯდენები, შეესაბამება სამშენებლო ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

შედეგების განმარტება და შეფასება:

გაანგარიშების შედეგები დეტალურად არის განმარტებული და მოიცავს ძაბვების განაწილებას, ჩაღუნვებს, დეფორმაციებს, არმირების დიაგრამებსა და კონსტრუქციის რეაქციებს. ამ ფაზაში კონსტრუქტორები აფასებენ, აკმაყოფილებს თუ არა კონსტრუქცია უსაფრთხოების, მდგრადობის და ფუნქციონირების კრიტერიუმებს, ვლინდება თუ არა რაიმე ხარვეზი ან ზონა, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას და ხდება რეკომენდაციების გაცემა საჭირო ცვლილებებზეც.

ოპტიმიზაცია და ანგარიში:

დასკვნით ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, ვატარებთ კონსტრუქციულ ოპტიმიზაციას პროექტის განხორციელების გასაუმჯობესებლად, გამოყენებულ მასალათა შესამცირებლად ან პროექტის კონკრეტული მიზნების მისაღწევად. პროცესი სრულდება კომპლექსურ კონსტრუქციულ გაანგარიშებათა დეტალური ანგარიშით. ეს დოკუმენტი ასახავს გაანგარიშების მეთოდოლოგიას, წარმოადგენს დასკვნებს და იძლევა რეკომენდაციებს პოტენციური კონსტრუქციული გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, ანგარიშში მოცემულია ანალიზის შედეგების გრაფიკული გამოსახულებები, რომლებიც ღირებული ინსტრუმენტია გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებსა და დისციპლინებს შორის მკაფიო კომუნიკაციას.

Offering an array of services in various structural engineering fields:

Construction Support and Supervision:

  • Providing on-site supervision and support during the construction phase to ensure compliance with design plans and safety standards.
  • Performing quality control and inspection to monitor construction progress and quality of work.

Structural Assessment and Retrofitting:

  • Assessing the condition of existing structures and recommending retrofitting solutions to enhance safety and functionality.
  • Strengthening and upgrading structures to meet modern standards and codes.

Steel and Concrete Design:

  • Specialized design services for steel and concrete structures, optimizing material usage for durability and cost-effectiveness.
  • Structural analysis and design of reinforced concrete and steel components.

Bridge Engineering:

  • Designing and analyzing bridges for road, rail, and pedestrian use, considering factors such as load distribution, traffic patterns, and environmental conditions.
  • Bridge rehabilitation and retrofitting to extend service life and improve performance.

Geotechnical Engineering:

  • Geotechnical investigations and analysis to assess soil properties and provide recommendations for foundation design.
  • Slope stability analysis and recommendations for safe construction in hilly or unstable areas.

About

Process