კონსტრუქციულიკონსტრუქციული პროექტიპროექტი

პროგრესი მსოფლიო კლასის კონსტრუქციული კომპანიაა, რომელიც თავისი გამორჩეული პორტფოლიოთი და მსხვილი საერთაშორისო გამოცდილებით უზრუნველყოფს მომსახურების უბადლო ხარისხს. ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდის მეშვეობით, კონსტრუქციული პროექტირება გულისხმობს უსაფრთხო, ბიუჯეტური და ფუნქციური კონსტრუქციების შექმნის პროცესს, ნებისმიერი სახის დატვირთვისა და ვითარების პირობებში. პროექტის ეფექტური და ზუსტი შედეგების უზრუნველსაყოფად, გვაქვს გამორჩეული მიდგომები კონსტრუქციული პროექტის სწრაფად და უნიკალურად მომზადებაში. ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს არქიტექტორებთან და დიზაინერებთან ინოვაციური და კონსტრუქციულად გამართული პროექტის შესაქმნელად. აქედან გამომდინარე, ჩვენი კონსტრუქციული პროექტირების სერვისი ყველა წარმატებული სამშენებლო პროექტის საწინდარია.

დეტალური დაგეგმარება და პროექტირება

დასაწყისში ყურადღებას ვამახვილებთ პროექტირებასა და დეტალური გეგმების შექმნაზე. ვატარებთ საფუძვლიან კვლევას, რათა გავიგოთ პროექტის მიზნები, მოთხოვნები და შეზღუდვები. ჩვენი ყურადღება მიმართულია დეტალური გეგმების შემუშავებაზე, რომლებიც წარმოადგენენ მთელი სამშენებლო პროექტის ფუნდამენტურ ჩარჩოს.

მასალის შერჩევა და დატვირთვების შეფასება:

შემდეგ ეტაპზე, პროექტის მოთხოვნების მიხედვით ვარჩევთ შესაბამის მასალებს და ვაფასებთ, თუ როგორ იმოქმედებს დატვირთვები (როგორიცაა საკუთარი წონა, საექსპლუატაციო დატვირთვები, წნევა, ქარის დატვირთვები და მიწისძვრები). უნდა დავრწმუნდეთ, რომ შერჩეული მასალები ჯდება პროექტის ბიუჯეტსა და უსაფრთხოების ფარგლებში შეუძლიათ გაუმკლავდნენ პროექტის მოთხოვნებს, შეინარჩუნონ უსაფრთხოება და ეფექტური ფასი.

კონსტრუქციული გაანგარიშება

ამ ეტაპზე ვაგებთ ანალიტიკურ მოდელს და ვაწარმოებთ გაანგარიშებას სხვადასხვა ლიცენზირებულ სასრული ელემენტების პროგრამებში, როგორიცაა LIRA-SAPR, SAP2000, Visual Analysis, GEO5 და ა.შ. ვრწმუნდებით, რომ კონსტრუქციული გაანგარიშება, დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, ჩაღუნვები და ჯდენები შეესაბამება სამშენებლო ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტებს.

კონსტრუქციის სიმტკიცის შემოწმება

საბოლოო ეტაპზე ვამოწმებთ კონსტრუქციის სიმტკიცეს. ამის საფუძვლიანად გასაანალიზებლად და შესამოწმებლად ვიყენებთ მოწინავე ლიცენზირებულ სასრული ელემენტების პროგრამებს. ეს ეტაპი გვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ კონსტრუქციული პროექტი მტკიცეა და შეუძლია მედეგი იყოს სხვადასხვა ძალებისა და გარემო პირობებისადმი. ჩვენ ვაგრძელებთ პროექტირების ოპტიმიზაციას უსაფრთხოებასა და ეფექტურობას შორის სწორი ბალანსის დასამყარებლად.

დეტალური კონსტრუქციული პროექტი/
სამშენებლო დოკუმენტაცია:

ამ ეტაპზე, კონსტრუქციული გადაწყვეტების, გაანგარიშებისა და შემოწმების შემდეგ, ჩვენ ვქმნით დეტალურ სამშენებლო ნახაზებს CAD-სა და BIM-ში.

კონსტრუქციული გაანგარიშებისა და პროექტირების პროცესში ჩვენ ვსწავლობთ რეალურ გარემოში არსებულ შემთხვევებს, დეტალურად ვგეგმავთ, ვაწარმოებთ ზუსტ გამოთვლებს, რათა თქვენი სურვილები და ხედვები გარდაიქმნას წარმატებულ პროექტებად.
a

მომზადება

მოსამზადებელი ეტაპის სწორად დაგეგმვა წარმატებული კონსტრუქციული პროექტისა და შეუფერხებელი სამშენებლო პროცესის საწინდარია. ვიწყებთ კვლევით, კონცეფციის ჩამოყალიბებითა და დეტალური დაგეგმარებით. ამ ეტაპზე განისაზღვრება პროექტის მიზნები, გამოიკვეთება საპროექტო მოთხოვნები და ბიუჯეტის შეზღუდვებისა და მკაფიო ვადების დადგენის გათვალისწინებით ფასდება პროექტის განხორციელებადობა. დამკვეთთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს სიღრმისეულად ჩავწვდეთ მათ ხედვებსა და საჭიროებებს და განვსაზღვროთ კონსტრუქციული პროექტის მიმართულება.

a

ჩვენი გამოცდილება

წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტების სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება ახალი პროექტისთვის დაბრკოლებების თავიდან აცილებაში, კრეატიული გადაწყვეტების დახვეწასა და პროექტის წარმატების გასაღების ხელახლა აღმოჩენაში. ეს გამოცდილება ერთგვარი კომპასია, რომელიც წარმართავს ჩვენი მიმდინარე კონსტრუქციულ პროექტს და მშენებლობის გზას.

გაანგარიშება

გაანგარიშების ეტაპი მათემატიკისა და კონსტრუქციული ანალიზის ჯადოსნური ნაზავია. ჩვენ ვიყენებთ მოწინავე პროგრამულ უზრუნველყოფას და ხელსაწყოებს რთული გამოთვლებისა და სიმულაციების შესასრულებლად, ჩვენი კონსტრუქციული პროექტირების და მთლიანობის დასადასტურებლად. ეს ნაბიჯი გვარწმუნებს, რომ ჩვენს გეგმიურ კონსტრუქციულ პროექტს შეუძლია ეფექტურად გაუძლოს სხვადასხვა ძალებს, დატვირთვებს, მიწისძვრებს და გარემო პირობებს უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვით. ჩვენ გთავაზობთ ანალიტიკურ სასრული ელემენტების მოდელებს, ვაფასებთ სხვადასხვა პარამეტრებს, რათა საბოლოო კონსტრუქციული პროექტი გარანტირებულად აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებსა და საშემსრულებლო სტანდარტებს.

a

განხორციელება

სწორედ ამ ეტაპზე იღებს ფორმას ჩვენი ხედვა! პროგრესის ექპერტებისგან დაკომპლექტებული გუნდი თავდაუზოგავად შრომობს დამტკიცებული კონსტრუქციული პროექტის რეალობად გადაქცევისთვის. უსაფრთხოებისა და ხარისხის დაცვით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მშენებლობის შესაბამისობას ჩვენს გეგმებთან. რესურსების ეფექტური მენეჯმენტი და მხარეთა შორის მკაფიო კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

Offering an array of services in various structural engineering fields:

Construction Support and Supervision:

  • Providing on-site supervision and support during the construction phase to ensure compliance with design plans and safety standards.
  • Performing quality control and inspection to monitor construction progress and quality of work.

Structural Assessment and Retrofitting:

  • Assessing the condition of existing structures and recommending retrofitting solutions to enhance safety and functionality.
  • Strengthening and upgrading structures to meet modern standards and codes.

Steel and Concrete Design:

  • Specialized design services for steel and concrete structures, optimizing material usage for durability and cost-effectiveness.
  • Structural analysis and design of reinforced concrete and steel components.

Bridge Engineering:

  • Designing and analyzing bridges for road, rail, and pedestrian use, considering factors such as load distribution, traffic patterns, and environmental conditions.
  • Bridge rehabilitation and retrofitting to extend service life and improve performance.

Geotechnical Engineering:

  • Geotechnical investigations and analysis to assess soil properties and provide recommendations for foundation design.
  • Slope stability analysis and recommendations for safe construction in hilly or unstable areas.

About

Process